თავისუფლება და ხალხის აზრი

1983 წელი... საბჭოთა საქართველო... 7 ახლაგაზრდა თვითმფრინავს იტაცებს და ამერიკაში გაქცევას ცდილობს. თუმცა უშედეგოდ. თვითმფრინავს თბილისში შტურმით იღებს საბჭოთა ხელისუფლება. კორპუსს 108 ნატყვიარი აქვს. გამტაცებლებიდან სამი იღუპება, ოთხს ხვრეტენ, ერთს - კი აპატიმრებენ. მათგან ზოგიერთის მშობელი ს.ს.რ.კ-ში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, თუმცა ხალხის აზრის არ შეშინებიათ. მათ მხოლოდ ბოდიში მოიხადეს იმის გამო, რომ შტურმით აღებისას სპეცრაზმმა უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.  ეს ამბავი კარგი მაგალითია იმისა, თუ რაოდენი რისკის გაწევა შეუძლია ადამიანს თავისუფლებისთვის. მაინც საიდან მოდის თავისუფლების სიყვარული? რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი და სრულყოფილი?

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თანახმად ,,ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი“. თუ ასეთ დაშვებას მივიღებთ ახლა ჩვენ ყველანი თავისუფლები ვართ, თუმცა მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი კანონები როდი განმარტავს ადამიანის თავისუფლებას. ის არც ფიზიკური მდგომარეობით გამოიხატება, რადგან თუ ასე ჩავთვლით გამოდის რომ ციხეში ჩასმული, კარანტინში მყოფი  ან ჩრდილოეთ კორეაში მცხოვრები ადამიანის გარდა ყველანი თავისუფლები ვართ. არა... თავისუფლება გონების მდგომარეობაა. ჩვენ  ჩვენს ცხოვრებაში გამუდმებით ვხვდებით შიშებს, იძულებებს, დარდს და სხვა ჩარჩოებს, რომლებისგან თავის დაღწევა ერთგვარ შვებას გვგვრის. ,,ნებისმიერ შემთხვევაში, თავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ მუდმივად იბრძვი ამისთვის.“ - ამბობს ალბერტ აინშტაინი. სწორედ ამიტომ  მის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებთ და მივდივართ რისკებზე, რომ მივაღწიოთ სრულყოფილებას.

რადგან აინშტაინი ვახსენეთ... მისი გაჩეჩილი თმები და მშობლების დაუკითხავად მიტოვებული უნივერსიტეტი აინშტაინის წარმატების ნაწილი გახდა.  არამარტო აინშტაინს, არამედ, ალბათ მსოფლიოში ცნობილი ყველა გამომგონებლის 99% აძალებდნენ გაეკეთიბინა ის, რაც არ უნდოდა და  ჯორდანო ბრუნოსი არ იყოს, შეიძლებოდა კეთილმოსურნეებს“ კოცონზეც გაემწესებინათ.

ხალხის აზრის არ  ეშინიათ და არ ეშინოდათ დიდ ლიდერებს,რადგან ისინი თავად ცდილობდნენ ხალხის აზრის ფორმირებას, ამავდროულად არა მარტო საკუთარი, არამედ სხვების თავისუფლების მიღწევისთვის იღწვოდნენ. ვინ უნდა მოვიყვანო ამის მაგალითად, თუ არა საქართველოს ორი დიდი ეროვნული მოღვაწე ილია ჭავჭავაძე და ზვიად გამსახურდია. ილია ჭავჭავაძის შემთხვევაში ჩვენ ვიცით ცნობილი ,,მამათა და შვილთა ბრძოლა.“ ილიას რევოლუციური იდეები და თავისუფლების წყურვილი ბედს შეგუებულ ,,მამათა“ თაობას არ მოსწონდა. თუმცა, დრომ გვიჩვენა რეალურად ვინ იყო მართალი... იგივე შეიძლება კიდევ უარესად ხდებოდა  ზვიად გამსახურდიას შემთხვევაში. 1956 წლის  დეკემბერს თბილისში პროკლამაციები გავრცელდა. ისინი დამოუკიდებლობის იდეას ატარებდა და 9 მარტის სისხლისღვრას გმობდა. ამ პროკლამაციების ავტორი ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და მათი თანატოლები აღმოჩნდენენ. ისინი რა თქმა უნდა დააკავეს. სწორედ აქედან დაიწყო მათი ბრძლოა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ახლაგაზრდა ლიდერებს მაშინ მთელი სისტემა ებრძოდა. მაშინაც იყო ,,მამათა“ თაობა გაცილებით უფრო ვერაგი, სისტემასთან ადაპტირებული და ამავე სისტემის დაშლის წინააღმდეგი.

ჩემი აზრით, თავისუფლების სიყვარული ადამიანებზე ენდორფინებივით მოქმედებს. ის უბიძგებს ადამიანებს, რომ არავის მოუსმინონ და ასე მიიღონ სრულყოფილება. თავისუფლება ადამიანის ბუნების ნაწილია და პირველყოფილი საზოგადოებიდან მოყოლებული ოცდამეერთე საუკუნემდე არსებობს. ჩემი ზარით, ადამიანი თავისუფლებისკენ დაბადებიდანვე ისწრაფვის. დგამს პირველ ნაბიჯებს, სწავლობს ლაპარაკს და შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე იბრძვის.

ამრიგად, ადამიანი სრულყოფილია  მაშინ, როცა თავისუფლების სიყვარული, სხვა ადამიანების მოსაზრებებზე მეტად გაინტერესებს ამ სიყვარულმა დაანგრია 1989 წელს ბერლინის კედელი, გამოიყვანა დემონსტრსანტები 9 აპრილს რუსთაველზე, შექმნა ბალტიისპირეთის ქვეყნებში 600-კმ სიგრძის ცოცხალი ჯაჭვი და მომავალშიც, ალბათ ადამიანებს ისეთ რამეს უკარნახებს, რასაც თავიდან ყველა სკეპტიკურად შეხედავს, შემდეგ კი მიხვდებიან ეს სრულყოფილი სიგიჟე რომ ცვლის სამყაროს.

ესეში გამოყენებული მასალა:

1.      http://archive.security.gov.ge/OLD_SITE_TEMP/jinsebis_taoba.php

2.      http://www.parliament.ge/uploads/other/137/137343.pdf

3.      https://welldoing.org/article/psychology-freedom

4.      https://wisdomquotes.com/freedom-quotes/

5.      https://www.nobelprize.org/prizes/physics/1921/einstein/biographical/

6.      https://www.britannica.com/biography/Giordano-Bruno

7.      https://www.youtube.com/watch?v=wAwiaycpAqE

8.      https://www.thebrightpath.com/article/desire-freedom

9.      https://www.history.com/topics/cold-war/berlin-wall

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90