26 მარტს, ჰოლიდეი ინნ თელავში ჭავჭავაძის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა კინოჩვენება და საჯარო დისკუსია თემაზე „იდენტობა და სამოქალაქო მეხსიერება“. ნაჩვენები იქნა ლუი მალის 1987 წლის ფილმი „ნახვამდის, ბავშვებო!". კინოჩვენებას ესწრებოდნენ თელავის 1-ელი, მე-5 და მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები. დისკუსიას უძღვებოდნენ გია ჯაფარიძე, გიგა ჯოხაძე და გიორგი ხარებავა.