ქრისტინე ოთხოზორია ჭავჭავაძის ცენტრის პროექტებზე

გარდამტეხი მომენტები დგება ხოლმე ცხოვრებაში. ზოგი ძალიან მოულოდნელად. 19 აპრილს მთელი სიმძაფრით შევიგრძენი, თუ რა იყო ჩვენი ქვეყნისთვის 90-იანი წლები. „სამოქალაქო მეხსიერება“ აღმოჩნდა ის, რამაც სამუდამო სურვილი დამიტოვა არასდროს ვიცხოვრო დამონებულ საქართველოში და, ყველაფრის ფასად, მსგავსად იმ ადამიანებისა, რომლებიც შეხვედრაზე მძიმე წარსულზე გვიამბობდნენ, დავიცვა სამშობლო განსაცდელისგან. 90-იანი წლების ამსახველ ფილმებში დავინახე დღევანდელი რეალობაც და გავაცნობიერე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ წარსული, რათა 30 წლის შემდეგ თაობებმა იგივე ტკივილი არ გადაიტანონ. ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა. ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრებიც იმ თაობის წარმომადგენლები იყვნენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბევრად დამაინტერესებელია, როდესაც უშუალო კონტაქტში ხარ ისტორიის მოქმედ პირებთან. „ჭავჭავაძის ცენტრი“ და მისი ინიციატივები - „სამოქალაქო მეხსიერება“ და „ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის“ არის ერთერთი გზა, რათა გავაკეთოთ კრიტიკული დასკვნები, შევიმეცნოთ რეალური ისტორია, რათა მომავალშიც იმავე ანკესზე არ წამოვეგოთ და ვიცხოვროთ თავისუფალ, წარმატებულ საქართველოში.

#D66 #idi