ლექცია-სემინარი თემაზე „მეხსიერება და იდენტობა“

18 ივნისს, პროექტის „სამოქალაქო მეხსიერება“ ფარგლებში ჭავჭავაძის ცენტრმა გამართა მორიგი ლექცია-სემინარი თემაზე „მეხსიერება და იდენტობა“. სესიებს უძღვებოდნენ ზაზა ბიბილაშვილი, გია ჯაფარიძე და ნინო კალანდაძე.
 
დღის მეორე ნახევარში გაიმართა ტრენინგი თემაზე „დებატების ხელოვნება“, რის შემდეგაც ჩატარდა იმიტირებული დებატები. ტრენინგის ამ ნაწილს უძღვებოდა „ფრანკლინის კლუბისა“ და „საქართველოს მომავლის აკადემიის“ დამფუძნებელი, ალექსანდრე ზიბზიბაძე. დღის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
 
პროექტი „სამოქალაქო მეხსიერება და იდენტობა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.