დოკუმენტური ფილმების პრემიერა პანკისში

25 ივნისს ჭავჭავაძის ცენტრი ეწვია პანკისს, კერძოდ, დუისის საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა ჭავჭავაძის ცენტრის მიერ პანკისის თემატიკაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმების პრემიერა.
 
ნაჩვენები იქნა ოთხი ეპიზოდი („პანკისის ფრონტი“ - ორ ნაწილად, „გაპანკისება“ და „რუსლან გილაევის ქართული კამპანია“), რომელიც ასახავს პანკისის ხეობისა და მის მცხოვრებთა რეალობას 1990-იან წლებში და 21-ე საუკუნის დასაწყისში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ფილმებში გადაღებული პანკისელები და საზოგადოების წარმომადგენლები.
 
პროექტი ”სამოქალაქო მეხსიერება” ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.