სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი კინოჩვენება

27 სექტემბერს, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში "ჭავჭავაძის ცენტრმა" გამართა სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი კინოჩვენება.
 
დამსწრეებს მიმართა ცენტრის დამფუძნებელმა, ზაზა ბიბილაშვილმა. დისკუსიას უძღვებოდნენ ნინო კალანდაძე და გია ჯაფარიძე.
 
შეხვედრის მიზანი იყო მეხსიერების თემის აქტუალიზაცია, აფხაზეთის ომის უცნობ დეტალებზე რეფლექსია და ახალი თაობის მიერ ომის შედეგების გააზრება თანამედროვე კონტექსტში, პოსტ-საოკუპაციო ეტაპისთვის უკეთ მომზადების მიზნით.