კონფერენცია „ევროპული ღირებულებები ევროპაში მიმდინარე ომის ფონზე“

13-16 ნოემბერს, იტალიის ქალაქ კადენაბიაში, კონრად ადენაუერის ფონდის ვენის ოფისის ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია „ევროპული ღირებულებები ევროპაში მიმდინარე ომის ფონზე“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 17 ქვეყნის წარმომადგენლებმა. საქართველოდან კონფერენციაში მონაწილეობდა ილია ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი, რომელმაც წაიკითხა მოხსენება თემაზე „ისტორია თუ საერთაშორისო სამართალი - პუტინის ბრძოლა პოსტსაბჭოთა მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ, იმპერიის აღსადგენად.”