ჩვენი გუნდის ახალი წევრი - გია ჯაფარიძე

2020 წელს ილია ჭავჭავაძის ცენტრი სასიამოვნო სიახლით იწყებს. მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ იანვრიდან ჩვენს გუნდს შემოუერთდა გია (გაიოზ) ჯაფარიძე, უფროსი მკვლევარის სტატუსით.

გია ჯაფარიძე არის ყოფილი დიპლომატი, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების და საქართველოს პოლიტიკის ლექტორი. საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდში, სხვადასხვა დროს, ის ასრულებდა კვიპროსის რესპუბლიკასა (2012-2013) და პორტუგალიის რესპუბლიკაში (2010-2011) საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას, ასევე მუშაობდა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სექციაში და ათენსა და ლისაბონში საქართველოს საელჩოებში მრჩევლის თანამდებობაზე.

დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობით და ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ, სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა სკოლა პოლიტიკის მეცნიერებების და სახელმწიფო მართვის სპეციალობით.

გია ჯაფარიძე აქვეყნებს სტატიებს საქართველოს პოლიტიკის, საერთაშორისო პოლიტიკის, ბალკანეთის რეგიონის ქვეყნების პოლიტიკის საკითხებზე. მისი ექსპერტიზის სფეროა ბალკანეთის და ხმელთაშუა ზღვის აუზის ფართო რეგიონი, საბერძნეთი, კვიპროსი, ბერძნულ-თურქული ურთიერთობები, ლუზოფონური ქვეყნები, ევროპის კავშირი და აშშ-ს საგარეო პოლიტიკა.