ორი ლექცია „ფაბრიკაში“ - თავისუფლებასა და მეხსიერებაზე

2021 წლის 25 ივლისს, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდთან თანამშრომლობით, თბილისში, ფაბრიკაში ჩატარდა ორი ლექცია - თავისუფლებასა და მეხსიერებაზე, რომლებსაც უძღვებოდნენ ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი და ცენტრის დირექტორი ნინო კალანდაძე.