შიდაპარტიული დემოკრატია საქართველოში

2020-2021 წლებში ილია ჭავჭავაძის ცენტრმა ჩაატარა სამი კვლევა, რომლებმაც სხვადასხვა კომპონენტებზე დაკვირვებით, ქართულ პოლიტიკურ პარტიებში შიდაპარტიული დემოკრატიის მდგომარეობა შეისწავლა, ასევე გამოავლინა შიდაპარტიული დემოკრატიის დეფიციტის მიზეზები და შედეგები. კვლევები ითარგმნა ინგლისურ ენაზე და ხელმისაწვდომია ონლაინ ჩვენი ვებსაიტის პუბლიკაციების სექციაში.

ამჟამად შიდაპარტიული დემოკრატიის პროექტი გრძელდება დისკუსიების, ბლოგების, ვლოგების, პოდკასტების, კონფერენციებისა და საინფორმაციო კამპანიის სახით, რომელთა მიზანია შიდაპარტიული დემოკრატიის საკითხის აქტუალიზების გზით, ამ თემაზე პროგრესის მიღწევა „ქვემოდან ზემოთ“ პრინციპით.

პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს და ჰოლანდიური ფონდის D66-ისა და IDI-ის მხარდაჭერით.