“კრიტიკული აზროვნება, მართლმსაჯულება და მოქალაქეობა - 11 ფილმი, რომლებიც ყველა ახალგაზრდამ უნდა ნახოს” - წიგნის პრეზენტაცია

28 იანვარს, სასტუმრო რუმსში, გაიმართა ჭავჭავაძის ცენტრის მიერ გამოცემული წიგნის “კრიტიკული აზროვნება, მართლმსაჯულება და მოქალაქეობა - 11 ფილმი, რომლებიც ყველა ახალგაზრდამ უნდა ნახოს”, პრეზენტაცია.

11 ავტორის მიერ 11 სხვადასხვა ფილმის შესახებ დაწერილი წერილები განკუთვნილია პირველ რიგში ახალგაზრდებისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის. პრეზენტაციას ესწრებოდნენ წიგნის ავტორები, მოსწავლეები, სტუდენტები, სამოქალაქო განათლების მასწავლებლები, საზოგადოების წარმომადგენლები.

პროექტის მხარდამჭერია ჰოლანდიური #D66 და #IDI. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით პროექტის მონაწილეებსა და მხარდამჭერებს და ვიმედოვნებთ, რომ ის მოკრძალებულ წვლილს შეიტანს ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და ძლიერ მოქალაქეებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობაში.