ქალი ჟურნალისტების გაძლიერებისა და მედია მრავალფეროვნების მხარდაჭერის პროექტი

ქალი ჟურნალისტების გაძლიერებისა და მედია მრავალფეროვნების მხარდაჭერისთვის ილია ჭავჭავაძის ცენტრმა 2021 წელს დაიწყო ახალ პროექტი, რომლის მიზანია მედიაში გენდერული სტერეოტიპების შეცვლა. პროექტის ფარგლებში ტარდება ტრენინგები მომავალი და დამწყები ჟურნალისტებისთვის, ვებინარები, დისკუსიები და კვლევები. მომავალი ჟურნალისტებისთვის ტრენინგები მოიცავს შემდეგ თემატიკას:

  • როგორ შევცვალოთ გენდერული სტერეოტიპები მედიაში (ახალ ამბებში, თოქ-შოუებსა და რეკლამებში)?
  • როგორ გავაშუქოთ ოჯახური ძალადობა?
  • როგორ გავაშუქოთ ტრაგიკული ამბები?
  • გენდერული თანასწორობა - ისტორია, კანონმდებლობა, გამოწვევები.
  • რა უნდა ვიცოდეთ სენსიტიური გაშუქების ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე?

 პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.