„შიდაპარტიული დემოკრატიის“ სრული კურსის პირველი შეკრება ახალგაზრდა ქართველი პოლიტიკოსებისათვის
4-8 ოქტომბერს, სტეფანწმინდაში, Strategic Dialogue Center / სტრატეგიული დიალოგის ცენტრი-ის ორგანიზებით, გაიმართა „შიდაპარტიული დემოკრატიის“ სრული კურსის პირველი შეკრება ახალგაზრდა ქართველი პოლიტიკოსებისათვის. შეკრებაში მონაწილეობდნენ „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლები. პარტიული პოლიტიკის გამოწვევებზე, შიდაპარტიულ დემოკრატიასა და სამოქალაქო მეხსიერების როლზე დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეებს ესაუბრენ Chavchavadze Center / ჭავჭავაძის ცენტრი-ის წარმომადგენლები.
ღონისძიება ჩატარდა Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus-ისა და VVD International-ის მხარდაჭერით.
მადლობას ვუხდით ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მათ!