2024 წლის ნოემბრის შემდეგ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ყოველ საღამოს მოქალაქეები იკრიბებიან. ამ შეკრებას ერთი ორგანიზატორი არ ჰყავს. პრო-ევროპულის პროტესტი რაღაც ახალს წარმოადგენს, ქართულ სამოქალაქო ცხოვრებაში-ლიდერების არ მქონე, თვითორგანიზებულ მოძრაობას, რომლის შენარჩუნებაში , მნიშვნელოვან როლს ახალგაზრდა აქტივისტების მიერ მართული სოციალური ქსელები თამაშობენ .
პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ინფორმაციის გაზიარებაში და ცალკეული ღონისძიებების ორგანიზებაში,ასევე, მნიშვნელოვან როლს თამაშონ. თუმცა ეს მოძრაობა არ წარმოადგენს ერთი რომელიმე ორგანიზაციის საკუთრებას. აღსანიშნავია ასევე, რომ მიუხედავად იმისა , რომ, გამოკითხვების თანახმად, ქართველების უმრავლესობა ევროკავშირში ინტეგრაციას უჭერს მხარს, აქციების მონაწილეები ძირითადად ახალგაზრდა და საშუალო ასაკის, უმაღლესი განათლების მქონე თბილისში მცხოვრები მოქალაქეები არიან.
ეს პროტესტი უფრო ღრმა თავსატეხს წარმოაჩენს ქართული საზოგადოების შესახებ: რატომ რჩებიან ადამიანები, რომლებიც არაფორმალურ სამოქალაქო ჩართულობის მაღალ დონეს ავლენენ, ფორმალურ დემოკრატიულ ორგანიზების მიღმა?
სამოქალაქო ჩართულობის პარადოქსი
ბოლო კვლევებმა საქართველოს მოქალაქეთა სამოქალაქო ქცევაში მნიშვნელოვანი დადებითი ტენდენციები გამოავლინა: 74% მოქალაქემ დაეხმარა მეგობარს საყოფაცხოვრებო საქმეებში, 69%-მა დაეხმარა უცნობს გზაზე ავარიის დროს, ხოლო 52%-მა საქველმოქმედო მიზნით ფული შესწირა.
თვალშისაცემია, რომ 74% მონაწილემ გამოთქვა მზადყოფნა უმუშევრობის ან ჯანდაცვის საკითხებზე კამპანიებში ჩართვისთვის. თუმცა, კვლევის მონაწილეთა მხოლოდ 8% აქვს შეხება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ასეთ კამპანიებს ატარებენ.
ეს დისტანცია გარკვეულ შეუთავსებლობას ასახავს, რომელიც მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრებასა და არასამთავრობო სექტორის შორის არსებობს. საქართველოს მოქალაქეებს ძლიერი სოციალური კაპიტალი გააჩნიათ. ეს ტერმინი სოციალოგიაში ნდობისა და თანამშრომლობის ქსელებს აღნიშნავს, რომლებიც ერთობლივ მოქმედებას შესაძლებელს ხდის. მაგრამ ფორმალურმა სამოქალაქო სექტორმა ვერ შეძლო რომ საკუთარი თავი თანამშრომლობის იმ ფორმებს რომ დაეკავშირებინა ,რომლებიც საქართველოში არაფორმალური ქსელებისა და მეზობლური მხარდაჭერის სახით არსებობენ.
მაგალითად, ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან ავადმყოფობის ან ფინანსური პრობლემების დროს, ან ორგანიზებულად პასუხობენ ლოკალურ პრობლემებს— გარემოსდაცვით საკითხი იქნება ეს,მოხუცთა და ავადმყოფთა მოვლა თუ ბუნებრივი კატაკლიზმი. ეს ურთიერთობები მოხალისეობრივ ხასიათს ატარენენ და უფრო პირად ნდობაზეა დაფუძნებული, ვიდრე რაიმე ფორმალურ სტრუქტურებზე. პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს ისტორიულ განვითარებასა და დამოუკიდებლობის შემდეგ სამოქალაქო სექტორის ჩამოყალიბების სპეციფიკაში უნდა ვეძებოთ.
საზოგადოებრივ ჯგუფებიდან პროფესიონალურ ორგანიზაციებამდე
ისტორიულად, საქართველოს სამოქალაქო ცხოვრებას სხვა სახე ქონდა. ილია ჭავჭავაძემ 1879 წელს დააარსა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“. ორგანიზაციამ მთელ ქვეყანაში სკოლები, წიგნის მაღაზიები და ბიბლიოთეკები ააშენა. ბევრი მას საქართველოს პირველ სამოქალაქო ორგანიზაციად მიიჩნევს.
ეს ,ქვევიდან წამოსული მიდგომა, მასობრივ ჩართულობას უზრუნველყოფდა. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921) სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხალხის 81,5% ხმა მიიღო. პარლამენტში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა პარტია — სოციალისტ-ფედერალისტები განათლებული საშუალო ფენის და გლეხობის ინტერესებს წარმოადგენდნენ, ეროვნულ დემოკრატები კი მაღალი ფენების ინტერესებს და ქვეყნის არასოციალისტური განვითარების გზით სიარულის მომხრეთა ხმებს აჟღერებდნენ . ისტორიკოსი რონალდ სიუნის თქმით, რესპუბლიკას „ქართველი ხალხის ყველა ფენის მხარდაჭერა ჰქონდა“.
1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დასავლურმა დონორებმა რესურსები პროფესიონალურ არასამთავრობოებისკენ და არა მასობრივ ორგანიზაციებისკენ მიმართეს. საქართველოს არასამთავრობო სექტორმა სწრაფად განვითარება დაიწყო — 1992 წელს ნულიდან ათი წლის განმავლობაში ათასობით ორგანიზაცია ჩამოყალიბდა. ზოგიერთი ასეთი ორგანიზაცია მოქალაქეთა პირდაპირ საჭიროებებს ეხმაურებოდა. თუმცა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვა არასამთავრობოების საქმიანობის ყველაზე ცნობად მიმართულებად იქცა. მალევე არასამთავრობოები საზოგადოების თვალში ამ აბსტრაქტულ ცნებებთან გაიგივდნენ, და ნაკლებად, ყოველდღიურ საკითხებთან — ისეთებთან როგორიცაა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, დასაქმება, განათლება ან ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება. კრიტიკოსებმა ამას „გენეტიკურ ინჟინერიის გზით გამოყვანილ სამოქალაქო სექტორი“ უწოდეს — პროფესიონალური, ხშირად ეფექტური, მაგრამ ფართო საზოგადოებისგან ხშირად დაშორებულ ორგანიზაციების ქსელი.
ხიდები ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის
ზოგიერთმა მოძრაობამ მაინც შეძლო ფორმალური ორგანიზების ყოველდღიურ პრობლემებთან დაკავშირება . 2003 წლის ვარდების რევოლუცია წარმატებული იყო, რადგან ელიტის შიგნით წარმოქმნილმა ოპოზიციამ შეძლო კორუფციით და არჩევნების გაყალბებით გამოწვეულ უსამართლობის გრძნობის პოლიტიკურ ველში გადმოტანა. ამ ამბავში, აღსანიშნავია, თუ როგორ ფართოვდება ნდობის საზღვრები ადამიანების უშუალო გარემოცვის მიღმა ფუნდამენტურ უსამართლობაზე პასუხად.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ - მ აჩვენა, თუ როგორ შეუძლია პროფესიონალურ ორგანიზაციებს მოიზიდონ უბრალო მოქალაქეები. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საიამ 1,3 მილიონზე მეტ შემთხვევაში მოქალაქეებს უფასო იურიდიული დახმარება გაუწია. დღეს ორგანიზაცია წელიწადში დაახლოებით 50 000 ადამიანს ემსახურება, როგორც თბილისში , ისე სხვა ქალაქებში. მისი წარმატება დაფუძნებულია კონკრეტულ პრობლემებზე, რომლებიც მოქალაეებს ეხებათ — სოციალური ფენების და რეგიონებს მიუხედავად.
ციფრულმა პლატფორმებმა “დაიტოვემ” და “წინაპრებმა” ასობით ათასი ადამიანი მობილიზება შეძლო პროტესტების მონაწილეებისთვის საკვების, ფულისა და ტრანსპორტის მისაწოდებლად. ორივე პლატფორმა ცენტრალიზებული კოორდინაციის გარეშე, თანასწორთა თანამშრომლობის პრიციპზე დაყდნობით მუშაობს.
თანამშრომლობის წინაშე არსებული ბარიერები
როგორც ჩანს, არაფორმალური სამოქალაქო ენერგიის მდგრად დემოკრატიულ ჩართულობად გადაქცევას ორი ძირითადი სტრუქტურული ფაქტორი აფერხებს.
პირველი, დონორები ხშირად ფორმალებულ სტრუქტურებს ანიჭებდნენ უპირატესობას იმ არაფორმალურ ქსელებთან შედარებით, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები ეფექტურად თანამშრომლობის საშუალებას აძლევდნე. ორგანიზაციებს საბჭოები, სტრატეგიული გეგმები და ანგარიშების წერა სჭირდებათ , რამაც ბუნებრივ თანამშრომლობას შეიძლება შეუშალოს ხელი და ადამიანები მკაცრ იერარქიაში მოაქციოს, რაც მათ ნამდვილ მიზნებთან თანხმობაში შეიძლება არც იყოს.
მეორე, პოლიტიკური პოლარიზაცია ამყარებს ჯგუფებს შორის არსებულ საზღვრებს, რაც იმ გადამკვეთი ურთიერთობების შენარჩუნებას ართულებს , რომლებმაც ფართო თანამშრომლობის ქსელების შექმნა და ფუნქციონირება უნდა უზრუნველყოს.
რა დევს სასწორზე
საქართველოს ავტორიტარიზმისკენ სვლა ამ პრობლემის გაგების საჭიროებას კიდევ აქტუალურად ხდის. დე-ფაქტო ხელისუფლებამ , „უცხო აგენტების“ კანონის და სხვა მსგავსი კანონების მეშვეობით, ორგანიზებს საარსებო სივრცე თითქმის მთლიანად მოუსპო. მაგრამ, არაფორმალური სამოქალაქო ენერგიის ფორმალურ დემოკრატიულ ინსტიტუტებთან დაკავშირების ამოცანის შესრულება ,მომავალში, დემოკრატიული ღია სივრცის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად, მაინც აუცილებელი იქნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საჭიროა ისეთი ორგანიზაციების შექმნა, რომლებიც საზოგადოების შიგნით არსებულ თანამშრომლობის დამკვიდრებულ მაგალითებს მოერგებიან და არა მათ წინააღმდეგ იმოქმედებენ.
საქართველოს გამოცდილება მთელი მსოფლიოს დემოკრატიებისთვის გაკვეთილს გვთავაზობს: გამოწვევა მდგომარეობს არა პროფესიონალური არასამთავრობო ორგანიზაციებიების რაოდენობის გაზრდაში, არამედ ისეთ ინსტიტუტების შექმნაში , რომლებიც ხალხს ნდობის და პრობლემების ერთობლივი გადაწყვეტის არსებულ ფორმების განვითარებას შეუწყობს ხელს.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტები კონკრეტულ კანონებს და პოლიტიკურ კურსს ეწინააღმდეგება, თუმცა ის ასევე გამოხატავს უფრო ღრმა სურვილს — ავთენტურ, მოქალაქეთა ნამდვილ ინტერესებზე მიმართულ პოლიტიკური ჩართულობის სურვილეს. იმისდა მიხედვით, შეძლებენ თუ არა საქართველოში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინსტიტუტები ამ გამოწვევაზე პასუხის გაცემას, შეიძლება განისაზღვროს ქვეყნის დემოკრატიული მომავალიც. კითხვა არ დგას ასე - აინტერესებთ თუ არა ქართველებს დემოკრატია. კითხვა იმაშია, ისწავლიან თუ არა დემოკრატიული ინსტიტუტები იმ ფორმით მუშაობას, როგორც საზოგადოება მუშაობს.