ჭავჭავაძის ცენტრი

ჩვენი ხედვა

„ჭავჭავაძის ცენტრი“ ევროპული პოლიტიკური ფონდების ანალოგიით დაფუძნებული პირველი სამოქალაქო ორგანიზაციაა საქართველოში.  

ცენტრი დამოუკიდებელი და აპარტიული ორგანიზაციაა, რომელსაც გააჩნია ამბიციური, გრძელვადიანი ხედვა, ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოების ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას განმანათლებლობის, კრიტიკული აზროვნებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გავრცელების გზით, რათა შეიქმნას დემოკრატიული სახელმწიფოს მდგრადი განვითარების სტაბილური და შეუქცევადი საფუძველი. 

ცენტრი მიზნად ისახავს მოქალაქეობრივი თვითშეგნების შემდგომ ამაღლებას, სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობას, პოლიტიკური პროცესების რაციონალიზაციას, რუსულ პროპაგანდასთან ეფექტიან ბრძოლას და, ამ ყოველივეს შედეგად, პრაგმატულ მოქალაქეობრივ გადაწყვეტილებათა მისაღებად აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებას. 

ცენტრის ძირითადი პროექტებია: სამოქალაქო მეხსიერება; საღი აზრი - სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ; შიდაპარტიული დემოკრატია საქართველოში; ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის; სადისკუსიო და დებატების კლუბი „აგორა“.

საქართველოს მასშტაბით ცენტრი მუშაობს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთან, თუმცა პრიორიტეტს წარმოადგენენ ახალგაზრდები და საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ამჟამად ნაკლები შემხებლობა აქვს დასავლურ სამყაროსთან.

სიახლეები