"ვკითხულობთ ერთად" - ოცდამეოთხე შეხვედრა

მხატვარი ბანანიტო, რომელიც თვითმარქვია მეფე ჯაკომონისა და მისი ავაზაკი კარისკაცების მიერ დამკვიდრებულ სიცრუეს დაუსხლტა ხელიდან ჯელსომინოსა და ფეხცანცარა ციცუნიას დახმარებით, კიდევ უფრო წინ მიიწევს უკეთესობისკენ და თავისი პატარა, ლამაზი ქვეყნის მიმტაცებლებს უარს ეუბნება თანამშრომლობაზე, ხელს არ უწყობს მათი ძალაუფლების განმტკიცებას...
 
ამასობაში, არც მეორე ზღაპრის გმირები სხედან გულხელდაკრეფილები, დიკეგო და სოფი სიზმრების დასაჭერად მიემგზავრებიან იდუმალ ნისლოვან მხარეში და უკან არცთუ ურიგო ნადავლით ბრუნდებიან. დიდი კეთილი გოლიათი ბავშვების ძილის გამაფერადებელ კეთილ სიზმარსაც მოიხელთებს გრძელ ჭოკზე წამოცმული უზარმაზარი ბადით და ბოროტი გოლიათების დამზაფვრელ საშინელ კოშმარსაც, ხვრინვას რომ შეაწყვეტინებს და ხელ-ფეხის ქნევას აატეხინებს ერთ-ერთ მათგანს...