"ვკითხულობთ ერთად" - ოცდამეხუთე შეხვედრა

დიდი კეთილი გოლიათი სერიოზული მკვლევარივით ეკიდება საქმეს - იდუმალი მხარიდან წამოღებულ, გამჭვირვალე ქილებში მოთავსებულ სიზმრებს ახარისხებს, გოგონებისთვისა და ბიჭებისთვის განკუთვნილებად ყოფს და თითოეული მათგანის შინაარსს წერს.                                       

რაღა ბიბლიოთეკის თაროებზე ჩამწკრივებული წიგნების თვალიერება და რაღა დიკეგოს მღვიმის თახჩაში განთავსებული ქილების ეტიკეტების კითხვა. მიუხედავად იმისა, რომ გოლიათს ანბანის ცოდნაში ეჭდება, "შ"-ს და "ძ"-ს ნაცვლად "წ"-ს და "ხ'"-ს წერს, ანდა პირიქით, რამდენიმე მათგანის დაძლევაც კი, წარმოდგენას გიქმნის, რა განსხვავება და რა მსგავსებაა ონავარი ბიჭებისა და პრანჭიკელა გოგონების ღამეულ ხილვებს შორის.                         

განსხვავება ბევრია, მსგავსება - ერთი, ყველა სიზმარი მშობლების მიერ წაროთქმული წინადადებით ბოლოვდება - გაიღვიძე, სკოლაში გაგვიანდებაო...