წინა ხაზზე: დავამარცხოთ დეზინფორმაცია საქართველოში

წარმოგიდგენთ „ჭავჭავაძის ცენტრის“ ახალ პუბლიკაციას “On the Frontline: Countering Disinformation in Georgia” / „წინა ხაზზე: დავამარცხოთ დეზინფორმაცია საქართველოში“. ნაშრომი წარმოადგენს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკულ გზამკვლევს, რომელიც მიმოიხილავს პროპაგანდასა და მასთან ეფექტიანი ბრძოლის მეთოდებს. პუბლიკაციაში აგრეთვე განხილულია ათი რუსული პროპაგანდისტული მითის ანატომია და რეალობა.

ნაშრომი გამოიცა საგრანტო პროექტის ფარგლებში “On the Frontline: Countering Disinformation in Georgia”, ნატოს სათავო ოფისის სახალხო დიპლომატიის დეპარტამენტის (NATO PDD) მხარდაჭერით. „ჭავჭავაძის ცენტრი“ ასევე მადლობას უხდის საქართველოს უნივერსიტეტს პროექტის მხარდაჭერისთვის.