2021 წლის 6 იანვარს ჭავჭავაძის ცენტრმა ჩაატარა პირველი ფოკუს ჯგუფის დისკუსია პრეოქტის ფარგლებში „შიდაპარტიული დემოკრატია საქართველოში". ფოკუს ჯგუფი მიზნად ისახავდა ცნობიერების ასამაღლებელი ვიდეორგოლების შეფასებას შიდაპარტიული დემოკრატიის შესახებ და რეკომენდაციების გაცემას მათი მეტი ეფექტურობისთვის.
ფოკუს ჯგუფის ფარგლებში, სტუდენტებმა ნახეს ჭავჭავაძის ცენტრის მიერ მომზადებული სამი ვიდეორგოლი, გააანალიზეს ვიდეორგოლების ფორმა, შინაარსი და მათი სავარაუდო ზემოქმედების ხარისხი პოტენციურ სამიზნე აუდიტორიაზე.
ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებლებმა, ზაზა ბიბილაშვილმა და ნინო კალანდაძემ წარადგინეს ცენტრის პროექტი „შიდაპარტიული დემოკრატია საქართველოში“ და მონაწილეებს გააცნეს ცნობიერების ასამაღლებელი ვიდეორგოლების დანიშნულება და მიზნები.
ფოკუს ჯგუფის მასპინძლობისთვის ცენტრი მადლობას უხდის კავკასიის უნივერსიტეტს და კავკასიის ჰუმანიტარული მეცნიერებების სკოლის დეკანს, დავით ნატროშვილს.
პროექტი „შიდაპარტიული დემოკრატია საქართველოში" ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.