8 ნოემბერს, ჭავჭავაძის ცენტრში გაიმართა მორიგი კინოჩვენება და დისკუსია. ნაჩვენები იქნა ალფრედ ჰიჩკოკის 1956 წლის ფილმი „კაცი, რომელიც შეეშალათ". ღონისძიებას, რომელსაც თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები დაესწრნენ, უძღვებოდნენ გია ჯაფარიძე და ზაზა ბიბილაშვილი. ამჯერად ჩვენი სტუმარი იყო საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, მერაბ ღაღანიძე.
უკვე სამი წელია, პროექტს „ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის ზაზა ბიბილაშვილთან ერთად“ ილია ჭავჭავაძის ცენტრი ჰოლანდიური #D66-ისა და #IDI-ის მხარდაჭერით ახორციელებს. ამ პერიოდში, საქართველოს რეგიონებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქალაქეობისა და მართლმსაჯულების თემაზე ათეულობით კინოჩვენება და დისკუსია გაიმართა. პროექტის ფარგლებში ცენტრი თანამშრომლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კერძო და საჯარო სკოლებთან, ასევე - ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.