11 ნოემბერს, ქუთაისის მე-40 საჯარო სკოლაში გაიმართა მორიგი კინოჩვენება და დისკუსია. ნაჩვენები იქნა ლუი მალის 1987 წლის ფილმი „ნახვამდის, ბავშვებო!". ამჯერად ჩვენი სტუმარი იყო კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებების სკოლის დეკანი, საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრი, დავით ნატროშვილი.