კონფერენცია თემაზე „2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მოლოდინები, შედეგები, რეალობა."
1 დეკემბერს, თბილისი მარიოტში ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრმა გამართა კონფერენცია თემაზე „2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მოლოდინები, შედეგები, რეალობა."
ღონისძიება გახსნა ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა. დამსწრეებს ასევე მიმართეს ცენტრის დირექტორმა ნინო კალანდაძემ და ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გია ჯაფარიძემ. მოხსენებით წარდგნენ ცენტრის მკვლევარები გიგა ჯოხაძე და გიორგი ხარებავა, ასევე გიორგი ონიანი (საერთაშორისო გამჭვირვალობა), ჯონ დიპირო (IRI), კორნელი კაკაჩია (GIP) და შამილ შუგაევი (FNF).
ღონისძიების ფარგლებში საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა შეაფასეს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება და სამომალო პერსპექტივა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო თვალსაზრისით.
ღონისძიება გაიმართა ჰოლანდიური
#D66-ისა და
#IDI-ის მხარდაჭერით.