18 მარტს, ჭავჭავაძის ცენტრის ოფისში გაიმართა მორიგი კინოჩვენება და დისკუსია. ნაჩვენები იქნა ბარი ლევინსონის ფილმი „კუდის ქიცინი". დისკუსიას უძღვებოდნენ ზაზა ბიბილაშვილი, ნინო კალანდაძე და გია ჯაფარიძე. კინოჩვენებას ესწრებოდნენ „გირჩი-მეტი თავისუფლების“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდა წევრები და აქტივისტები.