„მომავალი შენია“ - ამ მოწოდებით, 21 დეკემბერს, კაჭრეთში, ილია ჭავჭავაძის ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო ჩართულობის პროექტის 150-ზე მეტმა მონაწილემ, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს სამოქალაქო აქტივიზმის მზარდ მნიშვნელობაზე საქართველოში.
„მოქალაქის როლი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში“ - ამ სახელწოდებით გამართულ ღონისძიებაზე შეაჯამა ილია ჭავჭავაძის ცენტრმა სამოქალაქო ჩართულობის პროექტი, რომელიც მთელი წლის მანძილზე საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობდა.
პროექტის „საღი აზრი - სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“ ფარგლებში შეხვედრები და მასტერკლასები გაიმართა თბილისში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, რუსთავში, გორსა და სხვა ქალაქებში.
პროექტი „საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.