"ვკითხულობთ ერთად" - მორიგი შეხვედრა
დღევანდელი შეხვედრა სულხან-საბა ორბელიანზე ლაპარაკით დავიწყეთ - მწერალზე, მეცნიერსა და სასულიერო პირზე, რომელიც შორეულ მეთვრამეტე საუკუნეში ევროპაში გაემგზავრა, რათა იქაური გავლენიანი ადამიანებისთვის დახმარება ეთხოვა მტრების გარემოცვაში მყოფი, მებრძოლი სამშობლოსთვის, საქართველოსთვის. წავიკითხეთ იგავები მისი წიგნიდან "სიბრძნე სიცრუისა", განვმარტეთ სიტყვები, რომლებიც უცხოდ მოგვეჩვენა და აღმოჩნდა რომ ძალიან ნაცნობი სიტყვების სინონიმები იყვნენ.
და დავუბრუნდით "მატილდას", ამჯერად შევიტყეთ როგორ თაღლითობდა მისი მამა, მისტერ ვორმვუდი, როგორ ასაღებდა ძველ, დანგრეულ მანქანებს გულუბრყვილო კლიენტებზე და რაც მთავარია, როგორ ამაყობდა ასეთი საქციელით. ის კი ამაყობდა სიჩქარის კოლოფში ნახერხის ჩაყრით და სპიდომეტრის უკან დატრიალებით, მაგრამ მატილდას ძალიან, მეტი რომ არ შეიძლება ისე ძალიან არ მოსწონდა და აბრაზებდა ეს.