დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის ტრენინგი თელავში
21 ოქტომბერს, ჭავჭავაძის ცენტრის ორგანიზებითა და #NATO-ის სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხარდაჭერით, თელავში გაიმართა დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის ტრენინგი.
ღონისძიება, რომელშიც სხვადასხვა ასაკის 30-მდე ადამიანი მონაწილეობდა, ჭავჭავაძის ცენტრის პროექტის, “წინა ხაზზე - დავამარცხოთ დეზინფორმაცია საქართველოში” ფარგლებში მოეწყო.
ტრენინგისას ცენტრის მკვლევარები და მოწვეული ექსპერტები მონაწილეებს ესაუბრნენ დეზინფორმაციის ამოცნობასა და მასთან ეფექტიანი ბრძოლის მეთოდებზე. მონაწილეებს გადაეცათ ცენტრის მიერ საგანგებოდ ამ პროექტისთვის გამოცემული პროპაგანდასთან ბრძოლის პრაქტიკული გზამკვლევი.
დღის ბოლოს გაიმართა სიმულაციური თამაში, ხოლო ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.