"ვკითხულობთ ერთად" - ოცდამეორე შეხვედრა
შეგუებულები იყვნენ მშვენიერი ქვეყნის მოქალაქეები ყირამალა ცხოვრებას - მისალმების ნიშნად გამოსამშვიდობებელი სიტყვების წარმოთქმას, მოწონების გამოხატვას სალანძღავი ფრაზებით, ცამეტფეხიანი ცხენებისა და სამცხვირიანი ადამიანების პორტრეტების თვალიერებას, სახელმწიფო ჰიმნის ტექსტში, გამეფებული ავაზაკის ოქროსფერ კულულებიანად მოხსენიებას, სანამ უცნაური ბიჭი ჯელსომინო არ გამოჩნდა თავისი ქარიშხალივით ძლიერი ხმით...
ერთ მშვენიერ დღესაც, დასჭექა ამ ხმამ საოპერო თეატრის სცენიდან და სამეფო ლოჟაში მოკალათებულ თვითმარქვია მმართველს პარიკი ახადა, მოტვლეპილი, მეჭეჭებიანი თავი გამოუჩინა, სიცილი აატეხინა და სულ "ბრავო" აძახებინა აღფრთოვანებულ მსმენელს.