logogeo.png
  • GEO
    • ENG
    1
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • გამგეობა
    • გუნდი/ექსპერტები
    • პარტნიორები
  • სიახლეები
    • მედიაარქივი
  • სასარგებლო რესურსები
    • ბიბლიოთეკა
    • ბლოგი
    • პროექტი "სამოქალაქო მეხსიერება"
    • ქვიზები
    • ჟურნალი "ახალი ივერია"
  • გალერეა
  • პროექტები
  • კონტაქტი
1
1 1 1 1

ჟურნალის „ახალი ივერია“ მე-9 ნომრის პრეზენტაცია ქუთაისსა და ბათუმში

2025 წლის 17–18 ივლისს ილია ჭავჭავაძის ცენტრმა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა თავისუფლებისთვის გამართეს ჟურნალის „ახალი ივერია“ მეცხრე ნომრის პრეზენტაცია  ქუთაისსა და ბათუმში.

ღონისძიებებს ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. მონაწილეებს შორის გაიმართა საინტერესო და შინაარსიანი დისკუსიები, რომლებიც ჟურნალში წამოჭრილ მნიშვნელოვან თემებს ეხებოდა.

ქუთაისში პრეზენტაციას მასპინძლობდა რესტორანი „ლილესთან“, ბათუმში კი — სასტუმრო „რუმს ბათუმი“.

პრეზენტაციას უძღვებოდა ჟურნალის სარედაქციო გუნდი ზაზა ბიბილაშვილი, შამილ შუგაევი, ნინო კალანდაძე და ქეთი ქურდოვანიძე.

ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა,  უნივერსიტეტების წარმომადგენლების და სტუდენტების დაინტერესება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჟურნალის მნიშვნელობას და მის როლს დემოკრატიის დაცვის პროცესში, ასევე თავისუფალი და კრიტიკული აზრის გაძლიერებაში საქართველოში.

გაზიარება: 1 1 1
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • გალერეა
  • კონტაქტი

Donate
გამოიწერე სიახლეები
1 1 1 1
© 2025 | Privacy Policy | CREATED BY - LEMONS