ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა მორიგ კინოჩვენებას და დისკუსიას ამჯერად მომავალი ჟურნალისტებისთვის უმასპინძლა. შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ნაჩვენები იყო პიტერ უირის ფილმი „თრუმენის შოუ“ (1998). მოწვეული სტუმარი იყო ჟურნალისტი, ფსიქოლოგი შავლეგო გეგეჭკორი, რომელმაც შეხვედრის ყველაზე აქტიური მონაწილე სოფო კედელაშვილი წიგნით დააჯილდოვა. შეხვედრა ჩატარდა არსებული რეგულაციების დაცვით და შეზღუდვების გათვალიწინებით.