დღეს ილია ჭავჭავაძის ცენტრში მოქალაქეობისა და მართლმსაჯულების თემაზე მორიგი კინოჩვენებება და დისკუსია გაიმართა.
პროექტის „ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის“ ფარგლებში ნაჩვენები იყო დიდი იაპონელი რეჟისორის, აკირა კუროსავას გახმაურებული ფილმი „რაშომონი“ (1950), რომელიც გადაღებულია ასევე დიდი იაპონელი მწერლის, აკუტაგავას ორი მოთხრობის მიხედვით.
დისკუსიაზე მოწვეული სტუმარი იყო მწერალი ზაალ სამადაშვილი, რომელმაც აქტიური მონაწილეები წიგნებით დააჯილდოვა.