26 მარტს, საგარეჯოს მეოთხე საჯარო სკოლაში მოქალაქეობისა და მართლმსაჯულების თემაზე მორიგი კინოჩვენება და დისკუსია გაიმართა. უფროსკლასელებთან დისკუსიას უძღვებოდა ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, ჩვენი მოწვეული სტუმარი იყო ნიკა შაყულაშვილი. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, ხოლო ყველაზე აქტიურ მოსწავლეებს ჭავჭავაძის ცენტრისგან სამახსოვროდ გადაეცათ წიგნები.