28 მარტს, თელავში მოქალაქეობისა და მართლმსაჯულების თემაზე მორიგი კინოჩვენება და დისკუსია გაიმართა. უფროსკლასელებთან დისკუსიას უძღვებოდა ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, ჩვენი მოწვეული სტუმარი იყო საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, "Gnomon Wise"-ის დამფუძნებელი ანი ხურციძე. ნაჩვენები იყო ანჯეი ვაიდას 2007 წლის ფილმი „კატინი“.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, ხოლო ყველაზე აქტიურ მოსწავლეებს ჭავჭავაძის ცენტრისგან სამახსოვროდ გადაეცათ წიგნები.