10 აპრილს, დმანისში მოქალაქეობისა და მართლმსაჯულების თემაზე მორიგი კინოჩვენება და დისკუსია გაიმართა. უფროსკლასელებთან დისკუსიას უძღვებოდა ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, ჩვენი მოწვეული სტუმარი იყო ხელოვნებათმცოდნე და ჟურნალისტი დავით ბუხრიკიძე.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, ხოლო ყველაზე აქტიურ მოსწავლეებს ჭავჭავაძის ცენტრისგან სამახსოვროდ გადაეცათ წიგნები.