ჭავჭავაძის ცენტრმა ჟურნალისტებთან და მედიამენეჯერებთან ერთად კიდევ ერთი დისკუსია გამართა. ფოკუს-ჯგუფის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლებმა იმსჯელეს თუ როგორ უნდა შეიცვალოს მედიაში არსებული გენდერული სტერეოტიპები და გაუმჯობესდეს სენსიტიური ამბების გაშუქების ხარისხი.