„პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, გაცილებით უფრო შემჭიდროვებულ ვადებშიც შეიძლებოდა იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც იდენტიფიცირებული იქნა საქართველოსთვის. პრობლემა ზუსტად ესაა, რომ არსებობს კითხვის ნიშნები იმ ფუნდამეტურ საკითხებთან დაკავშირებით, არის თუ არა ხელისუფლებაში ის პოლიტიკური ნება, რაც საჭიროა ამ ნაბიჯების გადასადგმელად. ყველაზე მარტივი მაგალითია დეოლიგარქიზაცია. ხელისუფლებამ თქვა, რომ მიიღებენ კანონს, რომელიც, სავარაუდოდ, მოერგება ოთხ კონკრეტულ ადამიანს, მაგრამ არა იმ ერთ ადამიანს, რომელიც სახელითა და გვარით იდენტიფიცირებული იქნა ევროპარლამენტის რეზოლუციაში, როგორც საქართველოს პრობლემა. შესაბამისად, ჩვენ დავდგებით იმ რეალობის წინაშე, როდესაც ხელისუფლება იტყვის, რომ მათ ყველაფერი შეასრულეს და ახლა ბურთი ევროპელების მოედანზეა,“- ზაზა ბიბილაშვილი "ამერიკის ხმის" ეთერში, 3 ივლისი 2022
მიმდინარე პროცესების შეფასება - ნინო კალანდაძე "ტვ პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემაში "ნიუსრუმი", 22 სექტემბერი 2025
"ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესები და სახალხო პროტესტი - ზაზა ბიბილაშვილი "ტვ ფორმულას" ეთერში, გადაცემაში "კომენტარი", 19 სექტემბერი 2025
ელჩებზე შეტევა ძლიერდება, რისთვის ამზადებს ნიადაგს „ქართული ოცნება“ - ნინო კალანდაძე "ტვ ფორმულას" ეთერში, გადაცემაში "ახალი ფორმულა", 16 სექტემბერი 2025