პოდკასტი #1 რუბრიკიდან „ახლა ამის დროა!“

ამ პოდკასტში ზაზა ბიბილაშვილი და ლევან ცუცქირიძე სტუმრებთან ერთად საუბრობენ საქართველოში შიდაპარტიული დემოკრატიის კრიზისზე და ხსნიან, რატომ სჭირდება პარტიებს დემოკრატია, ამომრჩეველს კი - პარტიების შიდა საქმეებში მონაწილეობა. თავისუფლების და ჭავჭავაძის ცენტრის ერთობლივი პოდკასტის მიზანია განმარტოს, რა არის შიდაპარტიული დემოკრატია და რატომ არის მასზე დამოკიდებული სახელმწიფოს წარმატება.