ზაზა ბიბილაშვილი კონფერენციაზე „ისტორია, ღირებულებები და მათი მნიშვნელობა წარმატებული სახელმწიფოსთვის“

ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელმა, ზაზა ბიბილაშვილმა, მონაწილეობა მიიღო კონრად ადენაუერის ფონდის მიერ იტალიის ქალაქ კადენაბიაში 2021 წლის 25-28 ოქტომბერს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით „ისტორია, ღირებულებები და მათი მნიშვნელობა წარმატებული სახელმწიფოსთვის“. 26 ოქტომბერს ზაზა ბიბილაშვილმა წაიკითხა მოხსენება თემაზე „ეკლესიის როლი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ეპოქაში და მისი გავლენა თანამედროვე ქართულ პოლიტიკაზე.“