ნინო კალანდაძე კონფერენციაზე „ისტორია, ღირებულებები და მათი მნიშვნელობა წარმატებული სახელმწიფოსთვის“

ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორმა, ნინო კალანდაძემ, მონაწილეობა მიიღო კონრად ადენაუერის ფონდის მიერ იტალიის ქალაქ კადენაბიაში 2021 წლის 25-28 ოქტომბერს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით „ისტორია, ღირებულებები და მათი მნიშვნელობა წარმატებული სახელმწიფოსთვის“. ნინო კალანდაძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე „დემოკრატიული პროცესების მდგრადობა და შეუქცევადობა საერთო და გაზიარებული ღირებულებების ჭრილში - გამოწვევა ქართული საზოგადოებისთვის“.