კინოჩვენება ჭავჭავაძის ცენტრში

5 ნოემბერს, ჭავჭავაძის ცენტრში გაიმართა მორიგი კინოჩვენება და დისკუსია. ნაჩვენები იქნა მიქელანჯელო ანტონიონის 1975 წლის ფილმი „მგზავრი“ (რომელიც ასევე ცნობილია სახელწოდებით „პროფესია რეპორტიორი“). ღონისძიებას, რომელიც თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 25 სტუდენტი დაესწრო, უძღვებოდნენ გია ჯაფარიძე და ზაზა ბიბილაშვილი. ამჯერად ჩვენი სტუმარი იყო ილიაუნის პროფესორი, მწერალი და შუა საუკუნეების მკვლევარი, ნოდარ ლადარია.

მესამე წელია, პროექტს „ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის ზაზა ბიბილაშვილთან ერთად“ ილია ჭავჭავაძის ცენტრი ჰოლანდიური #D66-ისა და #IDI-ის მხარდაჭერით ახორციელებს. ამ პერიოდში, საქართველოს რეგიონებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქალაქეობისა და მართლმსაჯულების თემაზე ათეულობით კინოჩვენება და დისკუსია გაიმართა. პროექტის ფარგლებში ცენტრი თანამშრომლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კერძო და საჯარო სკოლებთან, ასევე - ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.