კინოჩვენება და დისკუსია ქუთაისის მე-40 საჯარო სკოლაში

11 ნოემბერს, ქუთაისის მე-40 საჯარო სკოლაში გაიმართა მორიგი კინოჩვენება და დისკუსია. ნაჩვენები იქნა ლუი მალის 1987 წლის ფილმი „ნახვამდის, ბავშვებო!". ამჯერად ჩვენი სტუმარი იყო კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებების სკოლის დეკანი, საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრი, დავით ნატროშვილი.
 
უკვე სამი წელია, პროექტს „ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის ზაზა ბიბილაშვილთან ერთად“ ილია ჭავჭავაძის ცენტრი ჰოლანდიური #D66-ისა და #IDI-ის მხარდაჭერით ახორციელებს. ამ პერიოდში, საქართველოს რეგიონებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქალაქეობისა და მართლმსაჯულების თემაზე ათეულობით კინოჩვენება და დისკუსია გაიმართა. პროექტის ფარგლებში ცენტრი თანამშრომლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კერძო და საჯარო სკოლებთან, ასევე - ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.