კინოჩვენება და დისკუსია თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში

23 დეკემბერს, თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში გაიმართა მორიგი კინოჩვენება და დისკუსია. ნაჩვენები იქნა პიტერ უირის 1998 წლის ფილმი "ტრუმენის შოუ". კინოჩვენებას ესწრებოდნენ თბილისის 31-ე და 36-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები. ამჯერად ჩვენი სტუმარი იყო მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი.
 
მესამე წელია, პროექტს „ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის ზაზა ბიბილაშვილთან ერთად“ ილია ჭავჭავაძის ცენტრი ჰოლანდიური #D66-ისა და #IDI-ის მხარდაჭერით ახორციელებს. ამ პერიოდში, საქართველოს რეგიონებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქალაქეობისა და მართლმსაჯულების თემაზე ათეულობით კინოჩვენება და დისკუსია გაიმართა. პროექტის ფარგლებში ცენტრი თანამშრომლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კერძო და საჯარო სკოლებთან, ასევე - ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.