„იმპერიის მარწუხებში“ - 2022 წლის ილუსტრირებული კალენდარი

ილია ჭავჭავაძის ცენტრმა, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან“ ერთად, გამოსცა 2022 წლის კედლის კალენდარი - „იმპერიის მარწუხებში“. ილუსტრირებულ კალენდარში მოცემულია 1921-1991 წლების რუსული საბჭოთა აგრესიისა და ოკუპაციის ამსახველი, თემატურად დალაგებული მასალები (ოკუპაცია და ბრძოლა თავისუფლებისთვის, 30-იანი წლების „დიდი ტერორი“, ოპერაციები პოლიტიკური ემოგრაციის წინააღმდეგ, 1956 წლის 9 მარტი, 1989 წლის 9 აპრილი და სხვა). კალენდარი გამოიცა იურიდიული ფირმა BGI Legal-ის მხარდაჭერით.