ტრენინგები ლიბერალური პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის

2022 წლის 23-27 თებერვალს, თელავში, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდთან და სტრატეგიული დიალოგის ცენტრთან თანამშრომლობით ჩატარდა ტრენინგები ლიბერალური პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.
 
ტრენინგებში მონაწილეობას იღებდნენ „გირჩი-მეტი თავისუფლების“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდა წევრები და აქტივისტები.
 
ტრენინგებს, რომლებიც შეეხებოდა შიპადარტიულ დემოკრატიას, პოლიტიკურ იდეოლოგიებს, სამოქალაქო მეხსიერებასა და სხვა აქტუალურ თემებს, უძღვებოდნენ ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, ცენტრის დირექტორი ნინო კალანდაძე და ცენტრის უფროსი მკვლევარი გია ჯაფარიძე.
 
ტრენინგების ფარგლებში გაიმართა ორი კინოჩვენება და დისკუსია.