კინოჩვენება და დისკუსია „ფრანკლინის კლუბში“

19 მარტს, ჭავჭავაძის ცენტრმა გამართა მორიგი კინოჩვენება და დისკუსია „ფრანკლინის კლუბში“. ნაჩვენები იქნა ბარი ლევინსონის 1997 წელს გადაღებული ფილმი „კუდის ქიცინი", რომელიც დახვეწილი, შავი იუმორით ასახავს თანამედროვე პოლიტიკის შუქჩრდილებსა და მედია-მანიპულაციის საშუალებებს.
დისკუსიას უძღვებოდნენ ზაზა ბიბილაშვილი და გია ჯაფარიძე. კინოჩვენებას ესწრებოდნენ ფრანკლინის კლუბის წევრები, სულ 55 მოსწავლე და სტუდენტი.