ლექცია თემაზე „იდენტობა და მეხსიერება“

19 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტში, ფრანკლინის კლუბის კურსდამთავრებულთათვის და „დეფენდერების“ ჯგუფისთვის, ზაზა ბიბილაშვილმა ჩაატარა ლექცია თემაზე „იდენტობა და მეხსიერება“. ლექციას ესწრებოდა 40 ახალგაზრდა მსმენელი. ლექციის შემდეგ გაიმართა ცოცხალი დისკუსია საქართველოს უახლეს ისტორიაზე, რუსულ პროპაგანდაზე და უახლეს გამოწვევებზე.