კინოჩვენება და დისკუსია ჭავჭავაძის ცენტრის ოფისში

8 აპრილს ჭავჭავაძის ცენტრის ოფისში გაიმართა მორიგი კინოჩვენება და დისკუსია. ნაჩვენები იქნა პიტერ უირის 1998 წლის ფილმი „ტრუმენის შოუ". ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლა ბრიტანიკას „მკითხველთა კლუბის" მე-8 კლასის მოსწავლეები და პედაგოგები. ამჯერად ჩვენი სტუმარი იყო ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე. კინოჩვენების ბოლოს გაიმართა დისკუსია ჭავჭავაძის ცენტრის უფროსი მკვლევარის, გია ჯაფარიძის მოდერირებით.