ტრენინგები პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის

2022 წლის 13-16 აპრილს, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდთან და სტრატეგიული დიალოგის ცენტრთან თანამშრომლობით გუდაურში ჩატარდა ტრენინგები პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.
 
13 აპრილი დაეთმო თემას „ვეფხისტყაოსანი, როგორც მეხსიერება, პოლიტიკური უტოპია და პირველი ქართული წიგნი საერთაშორისო ურთიერთობებზე.
14 აპრილს გაიმართა კინოჩვენება, ნაჩვენები იქნა პროექტის „სამოქალაქო მეხსიერება" ფარგლებში გადაღებული ფილმი „კანონგარეშე ტერიტორია - საქართველო". ამავე დღეს გაიმართა დისკუსია საღი აზრისა და ლიბერალიზმის თემაზე.
 
15 აპრილს განხილულ იქნა დიპლომატიის საფუძვლები, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები, დასავლეთის როლი, საქართველოს პერსპექტივები, რუსეთი და „ნეიტრალიტეტი", მედია, პროპაგანდა და მათი გავლენა მეხსიერებასა და იდენტობაზე, ამავე დღეს ჩატარდა მორიგი კინოჩვენება, ნაჩვენები იქნა აკირა კუროსავას „რაშომონი".
 
16 აპრილს გაიმართა იმიტირებული დებატები ახალგაზრდული ჯგუფების მონაწილეობით