„ჭავჭავაძის ცენტრისა“ და სოვლაბის ერთობლივი მრგვალი მაგიდა

2022 წლის 26 მაისს გაიმართა „ჭავჭავაძის ცენტრისა“ და სოვლაბის ერთობლივი მრგვალი მაგიდა თემაზე „რუსული პროპაგანდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ - პირველი რესპუბლიკა, 1990-იანი წლები დაXXI საუკუნე: მსგავსებანი და პარალელები“. მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღეს: ზაზა ბიბილაშვილმა, რომელმაც ისაუბრა თემაზე „მეხსიერება და იდენტობა“, ირაკლი ხვადაგიანმა („საბჭოური მითოლოგია პირველ რესპუბლიკაზე“), დავით ხვადაგიანმა („რუსული პროპაგანდა პირველი რესპუბლიკის წინააღმდეგ“), რუსიკო კობახიძემ („1990-იანი წლების პროპაგანდა და საბჭოური მენტალობა“) და გია ჯაფარიძემ („ნეიტრალიტეტი, როგორც რუსული ხაფანგი“). დისკუსიას მოდერაცია გაუწია ნინო კალანდაძემ. მრგვალი მაგიდა ეძღვნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.