ზაზა ბიბილაშვილი დემოკრატიის ყოველწლიურ კონფერენციაზე

2022 წლის 30 მაისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართა დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენცია #GEODEM2022. ღონისძიება მოიცავდა სამ პანელურ შეხვედრას. პანელი 1 - არიან თუ არა ქართული პოლიტიკური პარტიები მზად კოალიციისთვის? პანელი 2 - შიდაპარტიული დემოკრატია. რატომ არ გვყავს ახალი ლიდერები? პანელი 3 - საზოგადოებრივი მონაწილეობის განვითარება და მისი წახალისების გზები. ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელმა, ზაზა ბიბილაშვილმა, ისაუბრა თემაზე "შიდაპარტიული დემოკრატია" - თუ რატომ არის გამქრალი კავშირი პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩეველს შორის და რატომ არის საზოგადოებრივი ჩართულობა პარტიებთან ერთად მნიშვნელოვანი.