დოკუმენტური ფილმების პრემიერა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

28 ივლისს, ჭავჭავაძის ცენტრის "სამოქალაქო მეხსიერების" პროექტის ფარგლებში, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ცენტრის მიერ 1990-იანი წლების აჭარის თემატიკაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმების პრემიერა.
 
ნაჩვენები იქნა ორი ეპიზოდი ციკლიდან "რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიიდან" - "ასლან აბაშიძე - გვამებზე სიარული" და "ასლან აბაშიძე - სეპარატიზმი მოსკოვის დროით".
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ ფილმებში გადაღებული რესპონდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.
 
პროექტი "სამოქალაქო მეხსიერება" ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.